Monday, November 17, 2014

ინტელის პროექტის ტრენინგების რეფლექსია.


        პირველი დღე-20 ოქტომბერი.      გავეცანით  ინტელის პროექტის მიზნებსა და ამოცანებს.  ტრენინგის მოდულებს.  პროექტის გეგმის შაბლონს.   განვიხილეთ პროექტების დაგეგმვა.               
მეორე  დღე-21 ოქტომბერი.      გავეცანით:      სასწავლო ღონისძიებების   ეფექტურად დაგეგმვას.     პროექტების მოთხოვნებს.      პროექტის   მახასიათებელ  ჩეკლისტს.     შევქმენით ბროშურის   ნიმუში. განვიხილეთ  და  ვისწავლეთ ვებგვერდის   ჩანიშვნის  წესები.

მესამე  დღე-27 ოქტობერი.   განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის  სტანდარტები.
ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის   შესაბამისი  ინდიკატორები.  ამოვიწერეთ  21-ე საუკუნის უნარებიდან   ის უნარ-ჩვევები  ,რომლებიც გამოუმუშავდებათ  ჩვენს  მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის  დროს.  დავისახეთ პროექტის სასწავლო მიზნები.  ვისაუბრეთ  მიმართულების მიმცემ  საკვანძო  კითხვებზე. 

                    მეოთხე დღე -28 ოქტომბერი.  დავუბრუნდით  მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და გეგმის შაბლონში შევიტანეთ მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით  შეფასების  სტრატეგიებს, შევქმენით დროში გაწერილი შეფასების სქემა.  შევიტანეთ გეგმის შაბლონში.
                მეხუთე დღე-3ნოემბერი.  გავეცანით პროექტის  პრეზენტაციის აწყობის ტექნიკას.
ავაწყვეთ პრეზენტაცია. ვისწავლეთ როგორ მოვახერხოთ სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება. ვიმუშავეთ გამოკითხვის ფორმების შექმნაზე  და კითხვარი გავუგზავნეთ ერთმანეთს.
                 მეექვსე დღე-4 ნოემბერი. გავიხსენეთ წინა დღის მასალა. შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, განვიხილეთ საავტორო უფლებები, და ვილაპარაკეთ თანამედროვე ტექნოლოგიებძე.  შევქმენით ბლოგი .
                 მეშვიდე დღე-10 ნოემბერი.  დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები .გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას.  ვისწავლეთ ინტერნეტიდან ინფორმაციის გადმოტანა.დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები.ვისწავლეთ სქემების სასურველი თემების მორგების სტრატეგია.                                                                                                                                    
                      მერვე დღე-11ნოემბერი. გავუზიარეთ მოსწავლეების  ნაშრომები ერთმანეთს.შევქმენით რუბრიკები. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ტიპებს.

                 მეცხრე დღე-17 ნოემბერი. ბლოგზე ავტვირთეთ ტრენინგის განმავლობაში შექმნილი პორტფოლიო.

                     ტრენინგი საინტერესო მასალებისგან შედგებოდა, რაც დამეხმარება მომავალ პროფესილ საქმიანობაში.  

No comments:

Post a Comment